• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/10/24
ნანახია: 319 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ცოდნა
** ბაზრის კვლევა და კონკურენტი კომპანიების შესახებ ინფორმაციის ფლობა
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** მაღაზიებში ბრენდის პრეზენტაცია და პროდუქციის დემონსტრაცია
** მოცემული ბრენდის პროდუქციის გაყიდვების ანალიზი
** ანალიზის საფუძველზე წლის გეგმების და აქტივობების დაგეგმვა
** შეთავაზებების გაკეთება
** ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, გაყიდვების მიმართულებით
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: hrproject1@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა