• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/11/07
ნანახია: 337 -ჯერ

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში,
შემდეგ თანამდებობაზე: სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მშენებლობის მსვლელობის უშუალო ხელმძღვანელობა (სამუშაო და დამხმარე პროცესების დაგეგმვა და კონტროლი)
** ხარისხის კონტროლო
** შენობა-ნაგებობების, მიწისქვეშა და შიდა კომუნიკაციების სამშენებლო საქმეების ზედამხედველობა
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა
** ფაქტიური შესრულებითი ნახაზების დამუშავება (პირველადი სახით)
** მასალების აღრიცხვის და ჩამოწერის კონტროლი
** ფორმა №2-ს ყოველთვიური შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი
** ნახაზის (კონსტრუქციული, არქიტექტურული და საინჟინრო) წაკითხვის და ანალიზის უნარი
** საოფისე /კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCad, Word, Excel)
** მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი: თვითდაჯერებულობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი
** კრეატიულობა, გუნდში ეფექტურად მუშობის უნარი
** დასახული ამოცანების მისაღწევად დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული

ანაზღაურება შეთანხმებით, ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 7 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე gproject.georgia@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა