ავტორი

ელიტ ელექტრონიქსი

mail: jobs@ee.ge

ყველა ვაკანსია ( 4 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის დამხმარე
დამსაქმებელი: ელიტ ელექტრონიქსი
ბოლო ვადა: 2019/11/09
ნანახია: 128 -ჯერ

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის დამხმარის თანამდებობაზე.

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ტვირთის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** ტვირთის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** მაღაზიაში ან საწყობში ტვირთის გადაადგილება;
** საჭიროებისამებრ მაღაზიის მენეჯერისა და თანამშრომლების დახმარება;
** ​აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა