• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება ინჟინერ-ელექტრიკოსებისათვის-ახალციხე
დამსაქმებელი: მტკვარი ჰესი
ბოლო ვადა: 2019/10/19
ნანახია: 393 -ჯერ

"მტკვარი ჰესი" აცხადებს სტაჟირებას ინჟინერ-ელექტრიკოსებისათვის.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე, დასაქმების პერსპექტივით
თვიური ანაზღაურება: 300-500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ახალციხე

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ელექტრო-მექანიკურ ნაწილთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის, მუშა ნახაზების და სქემების შესწავლა.
** პროექტის ელექტრო-მექანიკური ნაწილის სამუშაოების შესახებ კონტრაქტორებთან მუდმივი კომუნიკაცია.
** პროექტში მონაწილე კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული და შესასრულებელი ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი. დასრულებული და შემოწმებული ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობა.
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ელექტრო დანადგარების, ხელსაწყოების, გაყვანილობების და სხვადასხვა სისტემების (გამანაწილებელი მოწყობილობები, მართვის სისტემები და სხვ.) ექსპლუატაციის პირობების დაცვა, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება.
** კომპანიის ინჟინერ-ელექტრიკოსების დავალებების შესრულება, ინტერნის კვალიფიკაციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება, საინჟინრო/ტექნიკური განხრით. შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტის განხილვაც.
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. საიტზე მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოლიდან გამომდინარე, სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** გუნდურობა, ორგანიზებულობა, სწრაფად მოქმედების და გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV-ის ბოლო ვერსია გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@hpp.ge 2019 წლის 19 ოქტომბრამდე.

აპლიკანტთა საყურადღებოდ: გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ სიტყვა "სტაჟირება". გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თქვენი CV-ის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. არარელევანტური გამოცდილების ქონის შემთხვევაში, თქვენი CV არ შეინახება მონაცემთა ბაზაში და არ გადაეცემა მესამე პირს.

წარმატებას გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა