• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-კონსულტანტი/ცვლის უფროსი/ ფილიალის მენეჯერი
დამსაქმებელი: ჭიტა
ბოლო ვადა: 2019/11/09
ნანახია: 718 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე-კონსულტანტის/ცვლის უფროსის (გოგო/ბიჭი) ვაკანსიას.

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

2. ფილიალის მენეჯერი

მოვალეობები:

** პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციების გაზრდაზე ყოველდღიური ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა.
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა. ორიენტირება კლიენტების კმაყოფილებაზე
რეპორტინგი დაგეგმილ აქტივობებზე, მიმოხილვებზე, ანალიზებზე - უშუალო ხელმძღვანელებთან
** თითოეული დღის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა-ანალიზი
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება, დროის სწორად განაწილება
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემებისგანხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** მიმდინარე პროცესების მართვა, მოტივირება, რეპორტინგი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები; გუნდის მართვის უნარი.
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სავალდებულოა:

** სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია მერჩენდაიზერული ხედვა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოთხოვნებს, დაინტერსების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@chita.ge. თემის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა