|
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი |
| დამსაქმებელი: |
m2 უძრავი ქონება |
| ბოლო ვადა: |
2019/10/25 |
| ნანახია: |
459 -ჯერ |
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადება: ხარჯთაღრიცხვები, ფინანსური გრაფიკები, მოცულობების გადამოწმება არქიტექტორებთან ერთად, ქვეკონტრაქტორებთან მუშაობა - საპროექტო დოკუმენტაციების გადაგზავნა და ხარჯთაღრიცხვების მიღება. სხვა სატენდერო დოკუმენტების შეგროვება ბანკებიდან, საჯარო რეესტრიდან, სასამართლოდან და ა.შ.
** ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების აქტების შედგენა და გადაცემა დამკვეთებისთვის.
** ბუღალტერიასთან თანამშრომლობა შესრულების აქტების მიღება-გადაცემაზე.
** ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება.
** სხვა მიმდინარე ტექნიკური და ფინანსური საკითხები.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - მშენებელი (ინჟინერი ან ინჟინერ-ეკონომისტი);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვების შედგენის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ელექტრონული ტენდერებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
** სასურველია - AutoCAD პროგრამის ცოდნა;
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და ენერგიულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 25 ოქტომბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).