• https://charte.ge/

ავტორი

ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა

tel: (+995 577) 467770
mail: info@tvschool.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსი
დამსაქმებელი: ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/14
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (4500 ლარი )
ნანახია: 568 -ჯერ

ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა აცხადებს მიღებას ტელეჟურნალისტიკის სასერტიფიკატო კურსზე.

კურსის მიზანია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება შემდეგი მიმართულებით: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, მისი არგუმენტირებული გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად), ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ლიტერატურაზე  მუშაობა, წერის დაგეგმვა და სტილისტური გასწორება.

სწავლების ფორმატი მოიცავს სალექციო კურსებს, სემინარებს, ტრენინგებს, ვორქშოპებს, პრაქტიკას ტელევიზიასა და რადიოში.

ლექციებს წაიკითხავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ჟურნალისტები და მედია-ექსპერტები.

კურსის ფარგლებში შესასწავლი საგნები:

  • ჟურნალისტიკის საფუძვლები (მათ შორის, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ისტორია);
  • ჟურნალისტის პრაქტიკული უნარები (ინფორმაციის მოძიება, რეპორტაჟი, სიუჟეტი, ინტერვიუ, საინფორმაციო ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფიის და დოკუმენტური ფილმის საფუძვლები, აუდიო-ვიზუალური ესთეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.);
  • მეტყველების კულტურა;
  • ქართული ენა და სტილისტიკა;
  • კამერა და მონტაჟი
  • ეთიკა და ჟურნალისტიკა;
  • მედია სამართალი (საჯარო ადმინისტრირება და საქართველოს ინსტიტუციები);
  • სოციალური ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის საფუძვლები;


საბუთების მიღება გაგრძელდება 2014 წლის 22 სექტემბრამდე.
სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს.
კურსის ღირებულება - 4500 ლარი.
სრული კურსის ხანგრძლივობა 10 თვე.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წერითი გამოცდის, ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 577) 467770,  5(+995 593)622106

ან იხილეთ ჩვენი ოფიციალური ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/tvschool.ge?

კურსზე ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ განაცხადის ფორმა:  http://tvschool.ge/?lang=ge&m=28&p=54

ან გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@tvschool.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა