უფროსი ბრენდ მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ბელ მეზონი |
ბოლო ვადა: |
2019/11/08 |
ნანახია: |
424 -ჯერ |
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმპორტ მენეჯმენტში და ლოჯისტიკურ საკითხებში, სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
** გამოცდილება, საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა;
** პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება;
უპირატესობად ჩაითვლება:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვები/იმპორტ მენეჯმენტი, ლოჯისტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების მოგვარება;
** საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობა;
** სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა მუდმივი ტრეინინგი, სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;ა
პირობები:
** ანაზღაურება 2500 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი -სამუშაო);
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი)
დამატებითი ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #86
ვები: http://www.bellemaison.ge | http://www.facebook.com/bellemaisontbilisi
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.
სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "subject"-ში მიუთითეთ "უფროსი ბრენდ მენეჯერის" პოზიცია.
გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.