• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვიდეო ედიტორი/სტაჟიორი
დამსაქმებელი: Visionary Institute
ბოლო ვადა: 2019/11/08
ენები
ინგლისური ძალიან კარგად
მიმაგრებული ფაილები: Video_Editor_Intern.pdf

ნანახია: 365 -ჯერ

"Visionary Institute" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ედიტორის/სტაჟიორის პოზიციაზე.

** გაქვთ ვიდეო მონტაჟის გამოცდილება?
** შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი?
** გაქვთ სურვილი იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ კომპანიაში?

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შემოთავაზება თქვენთვის!

ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ახლად დაარსებული კომპანია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატების მიღწევაში და დღითიდღე ვითარდება.

ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან რათა დავეხმაროთ მათ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ გვჯერა რომ ყველას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ როლზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ თავად შეიტანოთ წვლილი სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

მოვალეობები:

** ვიდეო მონტაჟი;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მუშაობა ყოველდღიურად, შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად
** ოპერატორთან აქტიური კომუნიკაცია შესაბამისი მითითებების მისაღებად
** მზადყოფნა კოლეგების დასახმარებლად, თუნდაც იმ შემთხვევებში როდესაც აღნიშნული საქმიანობა არაა მითითებული მოვალეობებში

მოთხოვნები:

** გამოცდილება აღნიშნული კუთხით
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
** ინიციატივის ხელში აღების უნარი. ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
** მინიჭებული მოვალეობების პირნათლად შესრულება
** ენთუზიაზმის ქონა აღნიშნულ თანამდებობაზე სამუშაოდ
** დროის მენეჯმენტის უნარი

სამუშაო საათები: როგორც სრული, ასევე ნახევარ განაკვეთზე სამუშაო პოზიციები, კონკრეტული საათები დადგინდება გასაუბრებაზე ინდივიდუალურად.

ადგილმდებარეობა: ვერა, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV/Resume ინგლისურ ენაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება), თქვენი ნამუშევრები და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ იმეილზე: ela@simitchell.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა