• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგის დირექტორი
დამსაქმებელი: Visionary Institute
ბოლო ვადა: 2019/11/08
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ენები
ინგლისური ძალიან კარგად
მიმაგრებული ფაილები: Marketing_Director.pdf

ნანახია: 396 -ჯერ

"Visionary Institute" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე.

** გსურთ შეუდარებელი გამოცდილების მიღება ამ სფეროში?
** საუბრობთ ინგლისურად მინიმუმ B2 დონეზე?

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შემოთავაზება თქვენთვის.

ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ახლად დაარსებული კომპანია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატების მიღწევაში და დღითიდღე ვითარდება.

ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან რათა დავეხმაროთ მათ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ გვჯერა რომ ყველას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ როლზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ თავად შეიტანოთ წვლილი სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

მოვალეობები:

** კონკრეტული შედეგის დადება სოციალური მედიის გუნდისთვის
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** შედეგების დამტკიცება და კლიენტების გაყიდვების მართვა

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე აუცილებელია
** სოციალური ქსელების ფლობა იდეალურად
** ენთუზიაზმის ქონა აღნიშნულ თანამდებობაზე სამუშაოდ
** ინიციატივის ხელში აღების უნარი. ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
** მინიჭებული მოვალეობების პირნათლად შესრულება
** დროის მენეჯმენტის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენი კომპანიის კულტურა გვაძლევს მოქნილი სტრუქტურის ქონის საშუალებას. შესაბამისად კარიერული წინსვლა უმოკლეს დროშია შესაძლებელი დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულების შემთხვევაში. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავთ თითოეული თანამშრომლის შესაძლებლობებს და ვახდენთ მათ დაწინაურებას მათი შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე.

ანაზღაურება: ფიქსირებული. საკითხის განხილვა მოხდება გასაუბრებაზე და ანაზღაურება დადგინდება თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი.
ადგილმდებარეობა: ვერა, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV/Resume ინგლისურ ენაზე და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ იმეილზე: ela@simitchell.com. Subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ მიბმულ დოკუმენტში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა