• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სოციალური მედიის მენეჯერი
დამსაქმებელი: Visionary Institute
ბოლო ვადა: 2019/11/08
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გრაფიკი სრული დღე
ენები
ინგლისური ძალიან კარგად
მიმაგრებული ფაილები: Social_Media_Manager.pdf

ნანახია: 396 -ჯერ

"Visionary Institute" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

** გიყვართ სოციალური მედია?
** გსურთ შეუდარებელი გამოცდილების მიღება ამ სფეროში?
** საუბრობთ ინგლისურად მინიმუმ B2 დონეზე?

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შემოთავაზება თქვენთვის.

ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ახლად დაარსებული კომპანია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატების მიღწევაში და დღითიდღე ვითარდება.

ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან რათა დავეხმაროთ მათ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ გვჯერა რომ ყველას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ როლზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ თავად შეიტანოთ წვლილი სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

მოვალეობები:

** სოციალური მედიის მართვა
** კომენტარებზე და მესიჯებზე პასუხის გაცემა ინგლისურ ენაზე
** მარკეტინგის დეპარტამენტის შეხვედრებზე დასწრება ყოველდღიურად სოციალური მედიის სტრატეგიის გასაუმჯობესებლად
** მზადყოფნა კოლეგების დასახმარებლად მაშინაც კი, როდესაც აღნიშნული საქმიანობა არაა მითითებული თქვენს მოვალეობებში

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე აუცილებელია
** ენთუზიაზმის ქონა აღნიშნულ თანამდებობაზე სამუშაოდ
** ინიციატივის ხელში აღების უნარი. ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
** მინიჭებული მოვალეობების პირნათლად შესრულება
** დროის მენეჯმენტის უნარი

ჩვენი კომპანიის კულტურა გვაძლევს მოქნილი სტრუქტურის ქონის საშუალებას. შესაბამისად კარიერული წინსვლა უმოკლეს დროშია შესაძლებელი დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულების შემთხვევაში. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავთ თითოეული თანამშრომლის შესაძლებლობებს და ვახდენთ მათ დაწინაურებას მათი შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე.

ანაზღაურება: ფიქსირებული. საკითხის განხილვა მოხდება გასაუბრებაზე და ანაზღაურება დადგინდება თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი.
ადგილმდებარეობა: ვერა, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV/Resume ინგლისურ ენაზე და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ ელფოსტაზე: ela@simitchell.com

 

ინგლისური ვერსია იხილეთ მიბმულ დოკუმენტში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა