განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: sushi24.ge
ბოლო ვადა: 2019/11/04
ნანახია: 57 -ჯერ

საინვესტიციო ჯგუფი "VVCAPITAL"-ის კომპანია "SUSHI24" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამუვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატიულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით (1500 ლარიდან 2500 ლარამდე (NET)) და ბონუსს გაყიდვებიდან.

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი № 56 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 19 საათამდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეებია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მოლაპარაკების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვები გუნდის შექმნის და მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, კატეგორიზაცია და არსებული ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება (შეხვედრა);
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** გაყიდვების ზრდა;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV (ინგლისურ ან რუსულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა