• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი
დამსაქმებელი: გოა კრედიტი
ბოლო ვადა: 2019/11/02
ნანახია: 424 -ჯერ

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი: 10:00-15:00
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობების და სხვა იურიდიული დოკუმენტაცის მომზადება, აღრიცხვა და სათანადო რეესტრის წარმოება;
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მოზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
** წარმომადგენლობა საამართლოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ადმინისტრციულ ორგანოებში, კერძო და იურიდიულ პირებთან;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** მენეჯმენტისგან მიღებული კომპეტენციაში შემავალი სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
** იურისტად მუშაობის მონიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საფინანსო სფეროში იურისტად მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ადვოკატის ლიცენზია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ანაზღაურება: 1000 (ათასი) ლარი საშემოსავლო გადასახადების გარეშე.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა