• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური ანალიზის მენეჯერი
დამსაქმებელი: ბაზისბანკი
ბოლო ვადა: 2019/10/16
ნანახია: 431 -ჯერ

ს.ს "ბაზისბანკი"აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

ბანკის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რაც გამიოხატება შემდეგში:

** საბიუჯეტო ინფორმაციის მოძიება ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან;
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ბანკის მიმართულებების ბიუჯეტების შედგენა და ბანკის საოპერაციო ხარეჯების დაგეგმვა;
** მიმდინარე წლის საოპერაციო ხარჯების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირება;
** მომავალი წლისათვის დაგეგმილი პროექტების შესაბამისი ბიუჯეტების მომზადება;
** პროექტების განხორციელების პარალელურად მათი შესაბამისი ხარჯების მონიტორინგი;
ბიუჯეტის შესრულების ამსახველი ანგარიშგების მომზადება ზემდგომი სტრუქტურული ერთეულებისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის დარგებში;
** არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება საბანკო სტრუქტურაში ან საფინანსო ინსტიტუტში;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი მისამართზე: hr@basisbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 16 ოქტომბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა