• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: ბი-ემ-სი
ბოლო ვადა: 2019/11/02
ნანახია: 482 -ჯერ

სადისტრიბუციო და მარკეტინგული კომპანია "BMS" ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათზე მეტი ევროპული და ამერიკული პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მის ბრენდებს შორისაა: Frosch, Vileda, Greenfield, Jardin, Jockey, Reggia, Trolli, Wilkinson Sword, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann, და სხვა.

კომპანია ეძებს მერჩენდაიზერს ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივით, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვის და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით.

მოთხოვნები:

** პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა
** პასუხისმგებლიანობა.

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა
** მერჩენდაიზინგი და პლანოგრამების დაცვა
** პროდუქციის გაყიდვა
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** ვადების კონტროლი
** პროდუქციის ვიზუალის კონტროლი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 7 სამუშაო საათი (შესვენება ნახევარი საათი) კვირაში 6 დღე. დასვენების დღე - ორშაბათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
** სამუშაო ადგილი: თბილისი, BMS-ის პარტნიორი სავაჭრო ობიექტები, დიდი სუპერმარკეტები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: n.lomidze@bms.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება - "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა