• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების თანამშრომელი
დამსაქმებელი: ნუტრიმაქსი
ბოლო ვადა: 2019/10/31
ნანახია: 574 -ჯერ

"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულებაა ფერმერთა უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვებდანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით.

Web-გვერდის მისამართი: http://www.nutrimax.ge
Facebook გვერდის მისამართი: http://www.facebook.com/Nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე - ქარხანაში:

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის წარმოების პროცესში მონაწილეობა;
** წარმოებული პროდუქციის რაოდენობების ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი;
** წარმოების პროგრამაში მუშაობა;
** წარმოებული პროდუქციის შესახებ ჩანაწერების წარმოება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური უნარ-ჩვევები;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;

მოთხოვნები:

** აუცილებელია კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება - Word, Excel
** სასურველია: უმაღლესი/ პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
** სასურველია: წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების თანამშრომელი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა