• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორატორიის ასისტენტი
დამსაქმებელი: ნუტრიმაქსი
ბოლო ვადა: 2019/10/25
ნანახია: 417 -ჯერ

"ნუტრიმაქსი" 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა უმაღლესი ხარისხის საკვებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
** საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა;
** ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;

სავალდებულო მოთხოვნები:

** საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზისო ცოდნა;
** აუცილებელია კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

მის: ლ. ღოღობერიძის ქ. 67 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა - მცოცავი (დღის და ღამის სამუშაო ცვლები);

კონკურსის ეტაპები: CV-ების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს, 2019 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@nutrimax.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა