• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
დამსაქმებელი: რითეილ ჯგუფი
ბოლო ვადა: 2019/11/01
ნანახია: 373 -ჯერ

შპს "რითეილ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსია მარკეტინგული კომუნიკაციების (PR) მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია PR-ის, ბრენდინგის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მონათესავე დარგის მიმართულებით.
** კომუნიკაციების/PR-ის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მედიასთან და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საცალო ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პასუხისმგებლობები:

** ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი - სამოქმედო გეგმის შემუშავება: აქტივობებით, არხებით, მესიჯებით, კალენდრითა და ბიუჯეტით.
** კომპანიის იმიჯის მართვა;
** მედიასთან ურთიერთობა;
** მედია მონიტორინგი და ბაზრის ტრენდების კვლევა;
** პროექტების/ღონისძიებების მენეჯმენტი;
** მესამე მხარეებთან (სარეკლამო/PR კომპანიები, ტელევიზიები და ა.შ.) თანამშრომლობა;
** CSR-ის პროექტების დაგეგმავა და მართვა;
** კრიზისული პიარის მართვა;
** განხორციელებული აქტივობების შეფასება/ანალიზი;
** დოკუმენტაციის მართვა;
** საჭიროებისამებრ, მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის სხვა ამოცანების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კრეატიული და სხარტი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
** გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტით მისამართზე: hr@magniti.ge წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა