• https://charte.ge/

ავტორი

ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი

tel: (+995 599) 40 71 73
mail: economicstu@mail.ru

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი დასაქმების ხელშეწყობით
დამსაქმებელი: ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/09
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 642 -ჯერ

საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული კურსი დასაქმების ხელშეწყობით!!!

იჩქარეთ, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი  გთავაზობთ  საშემოდგომო  ვაკანსიებისთვის  პროფესიონალურ დონეზე მომზადებისა  და დასაქმების უნიკალურ შანსს.

ვისაც სურს დასაქმდეს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში  შემდეგ პოზიციებზე:

  • მოლარე;
  • მოლარე - ოპერატორი;
  • განვადების მენეჯერი;
  • საკრედიტო ოფიცერი;
  • კლიენტთა მომსახურე მენეჯერი;
  • კონსულტანტი;
  • გაყიდვების მენეჯერი;
  • კლიენტთა მრჩეველი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი.


ჩვენი ცენტრის მიერ დასაქმებულები შეგიძლიათ იხილოთ
https://www.facebook.com/EkonomikisaDaMenejmentisTsentri
https://www.facebook.com/traningi

ვითვალისწინებთ, რა საბანკო სექტორის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიების ჩამონათვალში მითითებულ მოთხოვნებს, რომ Alta software (ბანკი 2000, L2007) და ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრის  ცოდნა ჩაითვლება სამსახურის მაძიებელთათვის უპირატესობად, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ:

  • საბანკო კომპიუტერულ პროგრამა Alta software (ბანკი 2000, L 2007);
  • ფულადი ნიშნების ექსპერტიზა;
  • საბანკო ტესტური დავალებები (საბანკო უნარები, მათემატიკური და ვერბალური).


მხოლოდ ჩვენთან   შეგასწავლით  საბანკო კომპიუტერული პროგრამა Alta software(B2000,L2007). 

Alta software-არის საბანკო კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც  სარგებლობენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

შეგასწავლით ყველა იმ  საბანკო ოპერაციას, რომელსაც ასრულებენ  ბანკის თანამშრომლები:

  • ფიზიკური  და იურიდიული პირების რეგისტრაცია  (რეზიდენტი,ინსაიდერი, VIP);
  • ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშის გახსნა;
  • საბალანსო და გარესაბალანსო ანგარიშების შექმნა, ნაშთების კონტროლი; ანგარიშზე ბრუნვებისა და ამონაწერის მიღება;
  • სალაროს ოპერაციები (შემოსავლის და გასავლის ორდერები);
  • სალაროდან სალაროში ფულის გადაცემა;
  • მემორიალური ორდერები;
  • ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;
  • კონვერტაციები სალაროში;
  • სესხის გაფორმების პროცედურა;
  • სასესხო პროდუქტების შექმნა;
  • საანაბრე პროდუქტის შექმნა;
  • საგადახდო დავალებები;
  • სავალუტო საგადასახადო დავალებები;
  • ინკასო ყადაღის ოპერაციები.


ფულადი ნიშნების ექსპერტიზა (ლარი, აშშ დოლარი, ევრო):

  • ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოების წესები;
  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება  და გაცემა;
  • ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა;
  • ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლა;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების დროული, ზუსტი და უშეცდომო დამუშავება;
    • მხოლოდ ჩვენთან გეძლევათ უნიკალური შანსი უმოკლეს დროში შეისწავლოთ:
    • საქართველოს ბანკის, ბანკი რესპუბლიკა, თი ბი სი,  ვი თი ბი, პროკრედიტი, ბი თი ეი  და სხვა წამყვანი ბანკებისა  თუ მიკროსაფინანსო  ორგანიზაციების მიერ  გამოყენებული ტესტური დავალებები (საბანკო უნარები, მათემატიკური და ვერბალური) რათა წარმატებით დასაქმდეთ.

ტრენინგის მიზანია: მსმენელთა კვალიფიციური გადამზადება და დასაქმება საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში.


პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მსმენელი დაეუფლება:

  • დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტების შედგენის უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
  • რეზიუმეს პროფესიულ დონეზე შედგენას;
  • სამოტივაციო წერილის დაწერას;
  • საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის ზოგად პრინციპებს;


მოგამზადებთ გასაუბრების წარმატებით გავლისთვის:

  • როგორ მოვიქცეთ გასაუბრებისას;
  • ტიპიური კითხვები,რომელიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებაზე;
  • კითხვები,რომელიც შეიძლება თქვენ დასვათ;
  • გასაუბრება და თქვენი ჟესტიკულაცია;
  • როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება ინტერვიუერზე.


ტრენინგი განკუთვნილია, როგორც საბანკო-საფინანსო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე იმ კურსდამთავრებულთათვის,  რომელთაც არ აქვთ საბანკო ან ეკონომიკური პროფილის განათლება.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ:

  • საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA software (B2000,L2007)  ორენოვან  სერთიფიკატს;
  • ყალბი ფულის პრევენციის  ორენოვან  სერთიფიკატს;
  • სარეკომენდაციო წერილს  საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.

ტრენინგს უძღვებიან:

ინგა ფრანგიშვილი, სტუ-ს  ასოც.პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი  

მამუკა ხუციშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს  ასოც. პროფესორი, ფულადი ნიშნების და სალარო ოპერაციების  ექსპერტი,  ფლობს ინგლისის ცენტრალური ბანკის, გერმანიის ბუნდესბანკის, ჩეხეთის ნაციონალური ბანკისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ყალბი ფულის პრევენციის შესაბამის სერთიფიკატებს.
ხანგრძლივობა:  ორი თვე ,  კვირაში სამჯერ ( შესაძლებელია დაჩქარებული მეთოდით ყოველდღე, ერთი ლექციის ხანგრძლივობა   2-3 საათი).

სრული კურსის ღირებულებაა  350 ლარი (ღირებულებაში შედის მასალები და სერთიფიკატები).

მის: კოსტავას 47, მე-3 სართ, ოთახი 13  (ჩაჩავას  კლინიკის მოპირდაპირე მხარეს, საზოგადოება „ცოდნის“ შენობაში).
ელ.ფოსტა : economicstu@mail.ru
Facebook : https://www.facebook.com/EkonomikisaDaMenejmentisTsentri
https://www.facebook.com/traningi
ტელ:  (+995 599)  40 71 73  
ინგა ფრანგიშვილი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა