• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT მენეჯერი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2019/10/30
ნანახია: 356 -ჯერ

"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე).

ძირითადი მოვალეობები:

** Windows სერვერთან მუშაობა;
** VPN კავშირების აწყობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სისტემური და ქსელის ადმინისტრირება;
** არსებული სერვერული მოწყობილობების მოდერნიზება;
** ქსელთან, კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტ კავშირთან დაკავშირებული ინციდენტების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სერვერებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@fbureau.ge და "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT მენეჯერი".

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა