• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო მაგნოლია

tel: (+995) 598 101 464

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სხვადასხვა-ქუთაისი
დამსაქმებელი: სასტუმრო მაგნოლია
ბოლო ვადა: 2019/10/30
ნანახია: 410 -ჯერ

ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას განთავსებული სასტუმრო "მაგნოლია" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების (Microsoft) ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებთან სატელეფონო ან პირდაპირი კომუნიკაცია;
** სტუმრების მიღება-რეგისტრაცია;
** რეზერვაციების სხვადასხვა სისტემაში ჯავშნების კონტროლი;
** ინვოისებისა და წერილების გადაგზავნა და კონტროლი;
** სტუმრებთან საბოლოო ანგარიშსწორება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 12 საათიანი ცვლა.

2. დაცვის თანამშრომელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის და ადამიანებთან ურთიერთობის შესანიშნავი უნარი;
** მოწესრიგებული; სასიამოვნო გარეგნობის.

ფუნქცია-მოვალეობები:

მენეჯერის დავალებების შესრულება; სტუმრებთან ღიმილიანი სახით შეხვედრა; სტუმრების დახვედრა-დაბინავება; სტუმრის ნომრამდე მიცილება და დაკვალიანება; სტუმრების ბარგის ნომრამდე მიტანა; დაცვის ფუნქციის შესრულება; წყლის და გათბობის სისტემების კონტროლი (ავსება, ჩართვა); განათებების კონტროლი (ჩართვა გამორთვა); კამერების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა.

3. დიასახლისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია ანალოგიური პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები: მოწესრიგებული; პუნქტუალური; დისციპლინირებული; ფიზიკური შრომის უნარი; ენერგიული; თავაზიანი; ყურადღებიანი.

ფუნქცია-მოვალეობები: ოთახების დალაგება; სართულებისა და კორიდორების დალაგება.

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 09:00-დან 18:00 საათამდე; კვირაში 1 დღე 09:00-დან 21:00-მდე; 1 დღე დასვენება.

4. მიმტანი

ფუნქცია-მოვალეობები: მენეჯერის დავალებების შესრულება; სერვირება - რესტორანი/გერიდონი; ინვენტარის დასუფთავება; მისი სამუშაო სივრცის მოწესრიგება; სისუფთავის დაცვა; სტუმრებთან კეთილგანწყობა და კარგი კომუნიკაცია; მომღიმარი სახე.

საკონტაქტო ნომერი: 598 101 464

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა