• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტრის თანაშემწე
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/10/27
ნანახია: 463 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის 1
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი/ინფო ბუღალტერია"-ში მუშაობა
** RS.ge-ში ყოველდღიური ოპერაციების გატარება
** პარტნიორ კომპანიებთან საქმიანი მიმოწერის წარმოება
** ფინანსური დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი ასახვა
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
** პირველადი დოკუმენტების სისწორის/სისრულის კონტროლი და მათ საფუძველზე, ყველა ტრანზაქციისა და სამეურნეო ოპერაციის (გადარიცხვები, შესყიდვები, ხარჯების დარიცხვები, ჩამოწერები და ა.შ.) დამუშავება, ბუღალტრული გატარებების წარმოება და აღრიცხვა
** გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. იურიდიულ აბონენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება და მისი პროგრამული ასახვა
** სახარჯი მასალებისა და მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური შემოწმება
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის თხოვნით სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 400 ლარი (საწყის ეტაპზე)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ltdhouse1@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა