• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროექტის ასისტენტი/სტაჟიორი
დამსაქმებელი: GEN Georgia
ბოლო ვადა: 2019/10/27
ნანახია: 409 -ჯერ

გლობალური სამეწარმეო ქსელი "GEN Georgia" არის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის მიზანია საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება, ადგილობრივი და გლობალური ეკოსისტემის დაკავშირება და დამწყები მეწარმეების მხარდაჭერა.

"GEN Georgia" აცხადებს სტაჟირებას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე, საერთაშორისო პროექტისთვის "გლობალური მეწარმეობის კვირეული" - თბილისი.

"გლობალური მეწარმეობის კვირეული" არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მოტივაცია და მხარდაჭერა. "გლობალური მეწარმეობის კვირეული 2018"-ის თარიღებია 18-24 ნოემბერი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროექტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნის დონე - B2;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები :

** პროექტის მენეჯერთან ერთად დეტალური აქტივობების დაგეგმვა;
** პროექტის აქტივობების კოორდინაცია;
** პროექტის ადგილობრივ და უცხოელ სტეიქჰოლდერებთან კომუნიკაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: tgholadze@genglobal.org 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ - "პროექტის ასისტენტი - გლობალური მეწარმეობის კვირეული".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა