• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინჟინერ-ელექტრიკოსი
დამსაქმებელი: ქებული კლიმატი
ბოლო ვადა: 2019/10/27
ნანახია: 380 -ჯერ

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ინჟინერ-ელექტრიკოსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო, სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** დამონტაჟებული სისტემების ტესტირება, დაპროგრამება, ექსპლუატაციაში გაშვება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება;
** ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, მუშა ნახაზებისა და სქემების წაკითხვა და მარტივი საინჟინრო გაანგარიშებების ჩატარება;
** უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება;
** კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საკუთარი ცოდნის დონის განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა