• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: ზღაპარი
ბოლო ვადა: 2019/10/26
ნანახია: 440 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით.

ყველაზე კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე და რაც მთავარია, ყოველთვიური კარგი საბონუსე დანამატებით.

ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც, შემოგვიერთდი, მოლარის პოზიციაზე თბილისში.

გამოცდილ კადრებს აგიყვანთ შტატში პირველივე თვიდან და გადაგიხდით შტატის თანამშრომლის ანაზღაურებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება(მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.
** სალაროსთან განლაგებული პროდუქციის შევსებაზე ზრუნვა.
** სალაროსთან არსებულ სავაჭრო დახლზე სისუფთავის დაცვის კონტროლი.

ჩვენთან მოლარეს არ მოეთხოვება:

** სხვადასხვა პროდუქციის სექციების შევსებაზე ზრუნვა
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სავაჭრო დარბაზში სისუფთავის დაცვა.
** მოლარეს ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება, მხოლოდ საკუთარ სალაროსა და განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი-18 წლიდან.
** გამოცდილება-არ არის სავალდებულო.
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (შესაძლებელია სხვა გრაფიკზე შეთანხმება ფილიალის მიხედვით)
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 25 ოქტომბრისა.

არ დაგავიწყდეთ! სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა