• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეცეფციონისტი/მზარეული
დამსაქმებელი: სასტუმრო ჯენიო
ბოლო ვადა: 2019/10/26
ნანახია: 393 -ჯერ

სასტუმრო "ჯენიო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. რეცეფციონისტი - ადმინისტრატორი

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება, განთავსება, გასტუმრება
** ოთახების დაჯავშნა და მომხმარებლისთვის ფასების და სპეციალური ფასდაკლებების გაცნობა
** სატელეფონო ზარებზე და ელ. ფოსტაზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** სტუმრების მოთხოვნების გათვალისწინება და გამოსავლის მოძებნა
** ოთახების სტატუსის მუდმივი კონტროლი

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე ან ტურიზმის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ქართული. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი, ორგანიზებული და თავაზიანი

ხელფასი: 400 ლარი (500 დარიცხული)
მორიგეობა 24 საათი 4 დღეში ერთხელ - 12 საათიანი მორიგეობით

2. მზარეული

მოვალეობები:

** მუშაობის დაწყებამდე ჭურჭლის და შესაბამისი ინსტრუმენტების მდგომარეობის შემოწმება;
** კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა;
** პროდუქტების დაფასოების და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი ნორმების შესაბამისად;
** სამუშაო ადგილის სანიტარიული მდგომარეობით უზრუნველყოფა;
** ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვა;
** პროდუქტების რაციონალური გამოყენება;
** სამსახურებრივ ფორმაში სუფთა და მოწესრიგებული სიარული;

მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამსახურში მოწესრიგებული სიარული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

მუშაობის გრაფიკი: 5-6 დღე კვირაში
ხელფასი: 600 ლარი (150 დარიცხული)
სასტუმროს ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: info@genio.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა