• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომუნიკაციების მენეჯერი
დამსაქმებელი: უნიდენტი
ბოლო ვადა: 2019/10/25
ნანახია: 490 -ჯერ

სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი "უნიდენტი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

კლინიკა "უნიდენტი" 1994 წელს დაარსდა. ის დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით და გამოირჩევა უმაღლესი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
"უნიდენტის" გუნდი მუდმივად განვითარებისა და ზრდის პროცესშია და შედეგად ჩვენი კლინიკა დღეისათვის ყველაზე დიდ კერძო სტომატოლოგიურ დაწესებულებას წარმოადგენს საქართველოში.
ასევე ჩვენს ბაზაზე თითქმის ათი წელია არსებობს სტომატოლოგიური მასალების და აპარატურის მაღაზია "უნიშოპი", რომელიც თანამშრომლობს სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელ წამყვან კომპანიებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის პოლიტიკის შემუშავება, განსაზღვრა.
** კომპანიის პროდუქტების ცნობადობის გაზრდა სოციალური მედიის მეშვეობით პოზიტიური კომუნიკაციის დაცვა მომხმარებელთან
** სოციალური ქსელებისა და ვებ-გვედის მართვა
** სხვადასხვა ღონისძიებებსა და სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია, საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით
** სოციალური მედიის მართვის ტექნიკების ცოდნა
** სასურველია Photoshop-ით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** კრეატიული აზროვნება
** ინიციატივიანი, სხარტი აზროვნების უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ არსებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: unident02@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა