• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დამლაგებელი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2019/10/23
ნანახია: 432 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის დასუფთავება და დღის მანძილზე სისუფთავის კონტროლი;
** ოფისში და ფასადთან განთავსებული მცენარეების მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

საქმიანი თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინირებულობა;
** ენერგიული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2019 წლის 23 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა