• https://charte.ge/

ავტორი

ევროპული კომპანია

mail: infoestetics@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროდუქციის მენეჯერი
დამსაქმებელი: ევროპული კომპანია
ბოლო ვადა: 2019/10/23
ნანახია: 308 -ჯერ

ევროპული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობანი:

** სამედიცინო წარმომადგენლებისათვის პრომო მასალის მაკეტების, პრეზენტაციების, სატრენინგო მასალების შექმნა, ტრენინგების უზრუნველყოფა
** სამედიცინო წარმომადგენელთა კონტროლი ორმაგ ვიზიტზე
** მარკეტინგული გეგმის შემუშავება, დაგეგმარება.
** პრეპარატების დასანერგად საჭირო მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება (სარეკლამო აქციები, პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები, კონფერენციები)
** კომპანიის იმიჯის რეგულარული კვლევა: სამიზნე ჯგუფების მოთხოვნილებათა რეგულარული მონიტორინგი, ანალიზი. მათი დამოკიდებულება კომპანიის ასორტიმენტთან და კონკურენტ პროდუქტებთან
** ბაზარზე ახალი პრეპარატების დანერგვის სტრატეგიის შემუშავება: კონკურენტების მუდმივი ანალიზი, პრეპარატების ფასთა კონტროლი
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება: დაგეგმარება, პროგნოზირება, ბაზრის სიმძლავრის გათვლა, ბაზრის ანალიზი, კონკურენტული ანალიზი
** იქონიოს მუდმივი კავშირი მწარმოებელთან, მომწოდებელთან, არსებულ კლიენტთა ბაზასთან
** კლიენტთა ბაზის რეგულარული გაფართოება
** ყოველთვიური მუშაობის შედეგის ანალიზი და წარდგენა (ყოველთვიური ანგარიშის მომზადება შესრულებულ სამუშაოზე, დასახული გეგმის ანალიზი, დასკვნების წარმოება)
** მონაცემთა საერთო ბაზის ყოველთვიური კონტროლი
** რეგიონში ვიზიტების განხორციელება.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** დამატებითი განათლება მარკეტინგის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** პროდუქციის მენეჯერად წარმატებული მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** ბაზარზე პრეპარატის დანერგვის გამოცდილება
** ოპინიონ ლიდერებთან თანამშრომლობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ დონე - intermediate), რუსულად თავისუფალი მეტყველება (სავალდებულო)
** კომპიუტერული პროგრამების თავისუფლად ფლობა (Word, Excel, Powerpoint).

უნარები:

** ლიდერულ-ორგანიზატორული
** სტრესგამძლეობა
** პერსონალის მართვისა და მოტივირების უნარი
** ეთიკური ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** აკადემიური პრეზენტაციული და კომუნიკაციური უნარები
** მაღალი პასუხისმგებლობით დამოუკიდებელად მუშაობის უნარი
** კეთილსინდისიერება, ინიციატიურობა, მიზანდასახულობა.

გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: infoestetics@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა