• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამუშაოთა მწარმოებელი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2019/09/27
ნანახია: 334 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

"ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი".

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარემონტო საქმეთა წარმოება
** რეკონსტრუქციის წარმოება
** სამშენებლო საქმეთა წარმოება
** შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა
** სავაჭრო დარბაზის აღჭურვილობის მონტაჟი-დემოტაჟი
** სამშენებლო ნახაზების მიხედვით მუშაობა
** სხვა შიდა სამეურნეო საქმეების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
** ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა