• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: აქსისთაუერსი
ბოლო ვადა: 2019/10/11
ნანახია: 339 -ჯერ

სს "აქსისთაუერსი" აცხადებს ვაკანსიას აქსისთაუერსის კომპლექსის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"აქსის თაუერსი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს. აქსის თაუერსმა, როგორც ქალაქის მთავარმა "ლენდმარკ" შენობამ უნდა დაამკვიდროს თანამედროვე და ინოვაციურო გარემო ცხოვრებისა და ბიზნესისთვის.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** კომერციული/საოფისე ფართების პორტფელის მართვა;
** პოტენციური მოიჯარეების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება
** მოიჯარეებთან თანამშრომლობა იურიდიულ, ტექნიკურ, ფინანსურ, საინჟინრო და სხვა საკითხებში
** კომპლექსის მართვის პროცესში ჩართული სხვადასხვა სამსახურების (ტექნიკური, საინჟინრო, მარკეტინგის და სახვა) კოორდინაციის უზრუნველყოფა მოთხოვნის შესრულების მიზნით
** მოიჯარეებთან იურიდიული ხელშეკრულების გაფორმება;
** პოტენციური და არსებული მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მიწოდება;
** მომხმარებელთან ბიზნეს - პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** პოტენციური მოიჯარისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა ოპტიმალური გადაწყვეტის მოძიებაში;
** კომპანიის ფინანსურ და იურიდიულ განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** კომპლექსის მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღება, კვლევა და ანალიზი
** პერიოდული ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება (იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება დეველოპერულ, სამშენებლო კომპანიებში;
** იურიდიულ კონტრაქტებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მუშაობის უნარი როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად
** დროის მართვის უნარი
** პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და კონფლიქტების მართვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან გთხოვთ, გამოაგზავნოთ განახლებული CV (ფოტო სურათით) 2019 წლის 11 ოქტომბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@axis.ge

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.

წარმატებას გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა