• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2019/10/20
ნანახია: 356 -ჯერ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სარეზერვო მოლარე-ოპერატორი მუშაობს ვითიბი ბანკის თბილისის ერთ-ერთ ფილიალში, საჭიროების შემთხვევაში ცვლის ძირითად მოლარე-ოპერატორებს თბილისის მასშტაბით.

მოვალეობები:

** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ბანკში არსებული სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით
** ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები)
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
** სასურველია ვალუტის ნომინალებისა და ყალბი ფულის გარჩევის ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია საბანკო კომპიუტერულ პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** სხარტი აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა, ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა