• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საგადასახადო აღრიცხვის ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: ლიბერთი ბანკი
ბოლო ვადა: 2019/10/05
ნანახია: 330 -ჯერ

"ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აღრიცხვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

ბიზნეს ამოცანა:

** საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა შესაბამისობაში უნდა იყოს მოქმედ კანონებთან, საგადასახადო რეგულაციებთან, საქართველოს ეროვნული ბანკის და ბანკის შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებთან;
** ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გაანგარიშება (მათ შორის გადავადებული გადასახადის დათვლა), დეკლარაციების მომზადება, შემოსავლების საიტი rs.ge-ზე ატვირთვა და საჭირო ვადებში გადაგზავნა;
** საპენსიო სააგენტოში ასატვირთი დეკლარაციის მომზადება და საიტი pensions.ge-ზე ატვირთვა;
** ბანკის საგადასახადო და საპენსიო ბარათებზე არებული მონაცემების ძირითად საბანკო პროგრამასთან შედარება და კონტროლი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურ რეჟიმში პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით დარიცხული და გადახდილი გადასახადების შემოწმება და კონტროლი საგადასახადო კანონმდებლობასთან;
** საბანკო პროგრამიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე გადასახადის გაანგარიშებისათვის სამუშაო ფაილების მომზადება და დარიცხული თანხების კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება, ფორმირება და გაგზავნა;
** საპენსიო და შემოსავლების სამსახურის საიტზე არსებული ბანკის ბარათზე არსებული ნაშთის, ზედმეტობა/დანაკლისის კონტროლი;
** ბანკის ყველა სტრუქტურული ერთეულის საგადასახადო კუთხით მხარდაჭერა, სწრაფი კომუნიკაცია და არგუმენტირებული პასუხები;
** გადასახადებთან დაკავშირებით სხვადასხვა რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
** ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით;
** პრიორიტეტად ჩაითვლება აუდიტორულ კომპანიაში ან გადასახადების აღრიცხვის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციების ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კვლევის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში, deadline-ების პირობებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 5 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა