• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ნოვა ფოსტა
ბოლო ვადა: 2019/10/19
ნანახია: 375 -ჯერ

"ნოვა ფოსტა" წარმოადგენს სს ნოვა ფოსტა ჯგუფის "ნოვა ფოშტა უკრაინა"-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. "ნოვა ფოშტა უკრაინა" 2001 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს უკრაინაში. ამჟამად მის პორტფელში 12 მილიონზე მეტი კლიენტი ირიცხება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს 200 მილიონამდე ამანათის გადაზიდვას.

შპს "ნოვა ფოსტა" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ექსპრეს გადაზიდვების ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომხმარებლებზე და ხარისხზე ორიენტირებულ სერვისს. "ნოვა ფოსტა" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარებისა და პიროვნული
ზრდის საშუალებას.

შპს "ნოვა ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, თბილისის ფილიალისათვის.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** დისტრიბუციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული წინადადებების პროექტების შემუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა
** კლიენტთა ბაზის შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოება
** მიმაგრებული კლიენტთა ბაზის განვითარება და გაზრდა
** კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია
** გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
** მონაცემთა ბაზების დამუშავება
** გაყიდვების დადგენილი გეგმების შესრულება
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრეზენტაციის, დარწმუნებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (ფ/ს აუცილებელი პირობა) შემდეგ მისამართზე: ana.bakuridze@np-int.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა