• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: სმარტ ტაქსი
ბოლო ვადა: 2019/10/19
ნანახია: 424 -ჯერ

"სმარტ ტაქსი" არის ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტაქსით მომსახურებას ახალი, გამართული, ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებლის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, რაც გამოიხატება შემდეგში:

** კომპანიის ავტოპარკი შედგება 2012 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილებისგან.
** ყველა ავტომობილი აღჭურვილია, თანამედროვე ტექნოლოგიებით: მობილურის დამტენი, WIFI, bluetooth, GPS.
** გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე საბანკო ბარათით.
** ტაქსის გამოძახება შეგიძლიათ როგორც აპლიკაციით ასევე სატელეფონო საშუალებით.
** ავტომობილი, მძღოლი, მგზავრი და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული სხვა ავტომობილები დაზღვეულია.
** მუსიკალური ჟანრის შერჩევა ხდება თქვენი სურვილისამებრ.

პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი/მამრობითი.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი.
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, შეკვეთების გაფორმება
** შეკვეთის შესრულების კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში მძღოლებთან კონტაქტი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობ (12/12სთ), 2 დღე ისვენებ.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@smarttaxi.ge (გთხოვთ, თემის ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი").

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა