• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
განვადების ოფიცერი
დამსაქმებელი: ბაზისბანკი
ბოლო ვადა: 2019/10/03
ნანახია: 382 -ჯერ

ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** ბანკის პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება;
** განვადების განაცხადის მომზადება და წარდგენა;
** დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
** ჯვარედინი პროდუქტების შეთავაზება ბანკის პოტენციურ და არსებული კლიენტებისთვის;

მოთხოვნები:

** ​უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, მენეჯმენტის მიმართულებით);
** სავალდებულოა საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;​
** ენები: რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სისხარტე;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** Microsoft Office Excel;
** Microsoft Office Word;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა