• https://charte.ge/

ავტორი

ნახევარფაბრიკატების საწარმო

mail: vacancy@crystal.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლიზინგის დაკრედიტების ექსპერტი
დამსაქმებელი: ნახევარფაბრიკატების საწარმო
ბოლო ვადა: 2019/09/25
ნანახია: 320 -ჯერ

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს.

კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** პოტენციურ კლიენტებთან ჩაღრმავებული ინტერვიუს ჩატარება;
** დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და/ან მათში მონაწილეობა;
** სალიზინგო პროექტის დამუშავება და ანალიზი;
** დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
** საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
** ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით სასურველია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური უწყისების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 25 სექტემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა