• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ყასაბი-ბათუმი
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2019/10/20
ნანახია: 352 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ყასაბის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცის პირველადი დამუშავება;
** ხორცის დაჭრა, დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:
ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ. 64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა