• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის მიმღები-ბათუმი
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2019/10/20
ნანახია: 343 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად მოახდინოს პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, მითვლა და გადანაწილება;
** უზრუნველყოს მიღებული საქონლის სწორად დასაწყობება;
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** შესყიდვების განყოფილებასთან კოორდინირებულად მუშაობა;
** მიღებული პროდუქციის აღრიცხვა და სათანადო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
** მიღებული პროდუქციის შემოწმება და მონაცემების დაფიქსირება შემავალი კონტროლის ჟურნალში;
** ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აპექსში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ. 64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა