• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის თანამშრომელი -ბათუმი
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2019/10/20
ნანახია: 392 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" ახალი ფილიალისთვის ბათუმში აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება;
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებზე გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დარბაზში პროდუქციის დროულად გატანის უზრუნველყოფა - სექციამდე მიტანა.
** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების ზუსტად დაცვა;
** კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 121/ჯავახიშვილის ქ. 64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@agrohub.ge 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა