• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
Back End დეველოპმენტის პრაქტიკ. უფასო კურსი .NET პლატფორმაზე
დამსაქმებელი: Digital Hub Academy
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 332 -ჯერ

"კრედო ბანკის" ბაზაზე არსებული "Digital Hub Academy" გთავაზობთ Back end დეველოპმენტის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს .NET პლატფორმაზე.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
კურსს წაიკითხავენ "კრედო ბანკის" გამოცდილი .NET დეველოპერები და მოწვეული ლექტორები.
კურსის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ რეალურ პროექტებში და გაეცნონ ბანკის შიგნით მიმდინარე პროცესებს.
სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება "კრედო ბანკის" მიერ.
კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს "კრედო ბანკი" სთავაზობს გარანტირებულ დასაქმებას.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით განათლება და ამ მიმართულებით განვითარების დიდი სურვილი;
** ან .Net პლატფორმაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

სწავლების ხანგრძლივობა: 4 თვე:

** თეორიული კურსი - 2 თვე;
** პრაქტიკული კურსი - 2 თვე.

ლექციის ხანგრძლივობა: 4-5 საათი.
სასწავლო განრიგი: კვირაში 4 დღე (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი).
სასწავლო ადგილი: "Digital Hub Academy", თაბუკაშვილის 27 (ოპერის უკან);

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - ტესტირება ( ჩატარდება 1-5 ოქტომბერს);
II ეტაპი - გასაუბრება (ჩატარდება 7 - 11 ოქტომბერს).

შერჩევის შემთხვევაში სასწავლო კურსი მაქსიმალურად იქნება მორგებული თქვენთვის სასურველ განრიგს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: cv@credo.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "Digital Hub Academy").

CV-ების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა