• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: უნისონი
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 318 -ჯერ

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით უნისონმა სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდუსტრიის და კომპანიის პერიოდული ფინანსური ანალიზი
** ფინანსური დაგეგმარების პროცესიის კოორდინაცია
** პერიოდული დევიაციური ანგარიშის მომზადება
** სადაზღვევო პროდუქტების ფინანსური ანალიზი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით
** ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** რაოდენობრივი ანალიზის უნარ-ჩვევები (ფინანსური მოდელირების ცოდნა მიიჩნევა უპირატესობად)
** სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლეობა
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თვითმოტივაციის მაღალი დონე
** პროფესიული ზრდის და განვითარების ინტერესი და მზაობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა