• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: E-Space
ბოლო ვადა: 2019/09/25
ნანახია: 334 -ჯერ

შპს "E-Space" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

შპს "E-Space" პირველი ქართული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც მთლიანად ეძღვნება საქართველოში ელექტრომობილების და სხვა ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას. კომპანია "E-Space" პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დაიწყო ელექტრომობილების დამტენების ქსელს განვითარება ქვეყნის მასშტაბით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00

მოცემული ვაკანტური პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა, შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და მონიტორინგი;
** ახალი კლიენტების მოძიებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
** დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@e-space.ge 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "გაყიდვების მენეჯერი".

შპს "E-Space"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "E-Space" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა