• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: სტამბა კოლორი
ბოლო ვადა: 2019/10/18
ნანახია: 441 -ჯერ

კომპანია "გამომცემლობა კოლორი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
** სასაქონლო-ზედნადებების და ა/ფ გამოწერა, საჭიროების შემთხვევაში;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სახელფასო ინფორმაციის ბანკის ფორმაში შეყვანა და გადაგზავნა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და სიზუსტის კონტროლი;
** სასაქნოლო-მატერიალური მარაგების ყოვეთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორებისა და კრედიტორების აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი, მათთან შედარებების განხორციელება და შესაბამისი აქტების ორმხრივად გაფორმების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან განხორციელებული შესყიდვები) დამუშავება და პროგრამაში გატარება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის, ან ფინანსების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახო კოდექსის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS ცოდნა.
** სასურველია 1C ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ე. ბაღდავაძის 20;
ანაზღაურება საწყის ეტაპზე: 1000 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა