• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მენეჯერი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 301 -ჯერ

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 20
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მენეჯერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა