• https://charte.ge/

ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-მიმტანი-კაფე ლაბორატორია
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
ბოლო ვადა: 2019/10/17
ნანახია: 367 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’. 

„კაფე ლაბორატორია“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე - მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

დაზღვევის თანადაფინანსება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   დადგენილი სალარო-პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  •   მომხმარებელთან ანგარიშსწორების პროცესის მაქსიმალური სიზუსტით განხორციელება:
  •   ყავის აპარატთან მუშაობა;
  •   მიმტანის ფუნქციების შეთავსება საჭიროებისამებრ;
  •   მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  •   მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;

ძირითადი მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  •   კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  •   ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  •   ორგანიზებულობა;
  •   პუნქტუალურობა;
  •   დროის მართვის უნარი;
  •   გუნდური მუშაობის უნარი;
  •   პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 17 ოქტომბრისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-მიმტანი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა