• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2019/10/02
ნანახია: 368 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო კატეგორიის სტრუქტურის და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა
** ასორტიმენტის ფორმირება
** საქონლის ფასებისა და რეალიზაციის გზების განსაზღვრა
** მომწოდებლებთან პროდუქტების შესყიდვის პოლიტიკის განსაზღვრა და მოლაპარაკებების წარმოება
** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა
** ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობის (მომგებიანობის) და გაყიდვების ანალიზი
** ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნა პროდუქციის მთელი ციკლის განმავლობაში
** სწორი შეკვეთების სისტემის შექმნა და კონტროლი
** მარაგების მართვის სისტემის დანერგვა და კონტროლი
** მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა და მკაცრი კონტროლი
** ეფექტური ლოჯისტიკური და სადისტრიბუციო პროცესების დაგეგმვაში მონაწილეობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით)
** შესყიდვის პროცესების ცოდნა
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება (კატ. მენეჯერისთვის 2 წლიანი)
** საწარმოო პროცესების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
** არსებული ბაზრის ძირითადი ტენდენციების ცოდნა
** პროდუქციის პრომოუშენის ცოდნა
** მონაცემთა ბაზის დამუშავების კარგი უნარი
** მომხმარებლის მოთხოვნების განსაზღვრა
** ანალიტიკის და დაგეგმარების კარგი უნარი
** უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ლიდერობის, გუნდის მართვის უნარი
** მოტივაციის და ძლიერი შემართების უნარი
** ანალიტიკური უნარები
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი
** სხვა ადამიანების ქცევის მოტივებში კარგად გარკვევის უნარი
** მოლაპარაკებებისას და რთულ სიტუაციებში ზეწოლის გაძლების უნარი
** ინტუიცია, მომგებიანი პროდუქტების განსაზღვრის უნარი
** მოლაპარაკების ტექნიკის ცოდნა
** თვითგანვითარების უნარი
** გუნდის წევრებთან კომუნიკაციის კარგი უნარი
** საქმიანი პროტოკოლის კარგი ცოდნა
** კომპანიისადმი ლოიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ
მისამართზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი კატეგორიის მენეჯერი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა