• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოებაში დამხმარე პერსონალი
დამსაქმებელი: ორეი
ბოლო ვადა: 2019/10/18
ნანახია: 491 -ჯერ

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში დამხმარე პერსონალის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა/საღამოს ცვლა

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის წარმოება/შეფუთვა;
** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
** საამქროს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 15 06 65 ან გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: tamuna@orei.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა