• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მებაღე
დამსაქმებელი: ჰიპერმარკეტი Domino
ბოლო ვადა: 2019/10/18
ნანახია: 400 -ჯერ

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე. 2019 წელს, ჰიპერმარკეტმა "დომინომ" გახსნა პატარა ფორმატის მარკეტები დიდ დიღომში და ისანში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე "ისთ ფოინთის" ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰიპერმარკეტში არსებული გასაყიდი მცენარეების მოვლა;
** მცენარის დაზიანების ან ჭკნობის შემთხვევაში დროული რეაგირება.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა, 09:00-22:00 საათი;
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** კვება (კვების საფასურის ნახევარს აფინანსებს კომპანია);
** ხელფასი განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ "დომინოს" საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა