• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

mail: leamadison.hotelier@outlook.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგისტრატორი, ბელბოი/დაცვა
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/10/10
ნანახია: 471 -ჯერ

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე თბილისში:

1. რეგისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** აუცილებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** პრეზენტაბელური გარეგნობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება: 400 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი
** სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა - დილის 10-დან საღამოს 10-მდე ან საღამოს 10-დან დილის 10-მდე (მცოცავი გრაფიკით).

2. ბელბოი/დაცვა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული; ინგლისური და სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პუნქტუალურობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** სასტუმროს და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.;
** ობიექტის მფლობელობაში არსებული პარკინგის კონტროლი და მეთვალყურეობა
** სასტუმროს ნომრების შემოწმება და მინი ბარების პროდუქციის კონტროლი;
** შემოსული სტუმრებისთვის ბარგის ატანა საჭიროების შემთხვევაში;
** შემოსული და გასული სტუმრების კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კვებით უზრუნველყოფას.

ანაზღაურება: 300 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სმენა სამ დღეში ერთხელ, დილის 10-დან მეორე დილის 10-მდე.

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: leamadison.hotelier@outlook.com 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა